მხარდაჭერა
საგარანტიო ინფორმაცია
JUSST MECHANICS გაძლევთ გარანტიას თითოეულ გაყიდულ ელექტრო ველოსიპედზე და უზრუნველყოფს საგარანტიო პერიოდში გამოვლენილი ქარხნული ხარვეზების აღმოფხვრას.
საგარანტიო ვადები
- ძრავი (მოტორი)
- 3 თვე
- კონტროლერი
- 6 თვე
- ბატარეა (აკუმულატორი)
- 6 თვე
- დამტენი
- 3 თვე
ძირითადი პირობები
გარანტია ითვალისწინებს საგარანტიო პერიოდში ელექტრონული დეტალების უფასო შეკეთებას ან შეცვლას, თუ დადგინდა, რომ დაზიანება გამოწვეულია ქარხნული წუნით.
რა არ ვრცელდება გარანტიაზე
გარანტია არ ვრცელდება შემდეგ შემთხვევებზე:
- ფიზიკური დაზიანება: ველოსიპედის დავარდნით, დარტყმით ან ავარიით გამოწვეული დეფექტები.
- სითხის ზემოქმედება: ძრავში, კონტროლერსა ან ბატარეაში წყლის/სხვა სითხის შეღწევით გამოწვეული დაზიანება (თუ მოდელი არ არის სრულად წყალგამძლე).
- არასწორი ექსპლუატაცია: ველოსიპედის გადატვირთვა, არასტანდარტული დამტენით სარგებლობა ან ინსტრუქციის წესების დარღვევა.
- გარე ჩარევა: არაავტორიზებული პირის მიერ ველოსიპედის/ელექტრონიკის დაშლის, შეკეთების ან მოდიფიცირების მცდელობა.
ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენისას
ტექნიკური ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუყოვნებლივ შეწყვიტოთ ველოსიპედის გამოყენება და დაგვიკავშირდეთ.
მესამე პირზე გასხვისება
შეძენილი პროდუქტის ნებისმიერ სხვა პირზე გაყიდვა ან გადაცემა მომენტალურად აუქმებს საგარანტიო პირობებს. გარანტია ენიჭება და ძალაშია მხოლოდ თავდაპირველი მყიდველისთვის.
გსურს პრეტენზიის დაფიქსირება?
გამოგვიგზავნე შეკვეთის ნომერი და ხარვეზის აღწერა საკონტაქტო ფორმით.
გმადლობთ, რომ ირჩევთ JUSST MECHANICS-ს!